„ბიუ-ბიუ“ თქვენს სახლში სოფლის მონატრებულ სურნელს დააბრუნებს, გაგახსენებთ როგორ გიმზადებდათ საყვარელი ბებია უგემრიელეს შებრაწულ ქათამს, და როგორ მოუთმენლად ელოდა სუფრასთან აღნიშნულ კერძს ოჯახის ყველა წევრი! "ბიუ-ბიუ" ქართულ სოფლებში ქათმის მოძახილია. დიასახლისები ამ სიტყვით მოიხმობენ შინაურ ფრინველს საჭმელად.
„ბიუ-ბიუს“ ფრინველი ქართულ მიწაზე მოყვანილი ნედლეულით იკვებება.
შპს „ჩირინას“ ხორცის წარმოება მოიცავს ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოო ერთეულებს, ნედლეულის მიღებიდან დაწყებული პროდუქციის რეალიზაციით დამთავრებული. საწარმოო ციკლის სრული კონტროლი უზრუნველყოფს პროდუქციის უვნებლობისთვის საჭირო პირობასა და პროცედურას წარმოების ყველა რგოლში.