კომპანია „ჩირინას“ ხილის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდი „პომონოს“ სახით. ბრენდი მოიცავს 10 ჯიშის ვაშლს.
„ჩირინამ“ ჰოლანდიიდან და გერმანიიდან შემოიტანა 10 ყველაზე პოპულარული ჯიშის ვაშლის ნერგი, რითაც ქართველ მომხმარებელს საშუალება მისცა შეიძინოს ქართულ მიწაზე მოყვანილი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხილი.
ჰოლანდიური და გერმანული ჯიშის ვაშლის ნერგები გაშენებულია კომპანია “ჩირინას” ფერმერულ კომპლექსში, სოფელ მარტყოფის მიმდებარედ. ბაღები უზრუნველყოფილია წვეთოვანი საირიგაციო და სეტყვისგან დამცავი სისტემებით.