„ბიუმარტი“ პირველი ქათმის ხორცპროდუქტების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს „ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების სამყაროს“ ოფიციალურ სადისტრიბუციო კომპანიას. „ბიუ ბიუს ხორცპროდუქტების სამყარო“ არის ქვეყნის პირველი ხორცის გადამუშავების საწარმო, რომელიც მთლიანად საკუთარი წარმოების ნედლეულის ბაზაზე მუშაობს და აწარმოებს ხორცპროდუქტებს მხოლოდ ახალი, ნედლი ქათმის ხორცისგან.
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სართიჭალაში. ის აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების ყველა მოთხოვნას, რაც მომხმარებლისათვის საიმედო, ჯანსაღი და გემრიელ პროდუქტების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.