შპს „ჩირინა“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. ამჟამად, “ჩირინას” მთავარი პროდუქცია არის ქათმის ხორცპროდუქტები. თუმცა ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ვაშლს და მსხალს; სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვისს; ლაბორატორიული კვლევების სერვისს; ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას.
შპს „ჩირინას“ პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. წარმოების თითოეული რგოლი სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტის მიხედვით.
დღეისათვის შპს „ჩირინას“ მფლობელობაშია:
• სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები
• კომბინირებული საკვები ქარხანა
• ნედლეულის საშრობი ქარხანა
• ხორცის დამუშავების საწარმო
• ინკუბატორი
• ცილოვანი საკვების ქარხანა
• წყალგამწმენდი სადგური
• ვაშლისა და მსხლის ბაღები
• ხილის სამაცივრე კომპლექსი
• ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა"
მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შპს „ჩირინა“ გარდა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოებისა, ფლობს ასევე მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. შესაბამისად, კომპანია ნაწილობრივ თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოების ნედლეულით მომარაგებას. გარდა საკუთარ მიწაზე წარმოებული ნედლეულისა, შპს „ჩირინა“ ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
შპს „ჩირინა“ არის ასევე კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა გახსნა ნედლი ქათმის ჯიხურები - ჯიხურები, სადაც „ბიუ-ბიუს“ ბრენდის სახელით ყოველდღიურად ხდება მომხმარებლისათვის ახალი ნედლი ხორცპროდუქტების მიწოდება.
კომპანია "ჩირინამ" საქართველოში დანერგა და რეგულარულად აგრძელებს აგრარულ დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციების დანერგვას. აღნიშნულისათვის „ჩირინა“ თანამშრომლობს აგრარულ დარგში ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორიცაა Agrotop, Rosal, Chief Industries, Meyn, Nijhuis, Hatchtech, Haarslev, CMC Industries.