კომპანია „ჩირინას“ ვეტერინარულ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორია „სანამ“ ოპერირება დაიწყო 2014 წელს. ლაბორატორიის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოხდა პერსონალის ისრაელში, უკრაინაში ტრეინინგებზე გაშვება; უცხოელი სპეციალისტების ლაბორატორიაში მოწვევა.
თავდაპირველად ლაბორატორიაში ტარდებოდა მხოლოდ მიკრობიოლოგიური კვლევები ფრინველის ხორცზე, ჩამონარეცხებზე, წყალზე, საკვებზე, ქვეშსაგებზე, პათ. მასალებზე. 2015 წელს ლაბორატორიამ დანერგა სისხლის სეროლოგიური კვლევა ელაიზას საშუალებით. ლაბორატორიაში სეროლოგიური კვლევა ტარდება ფრინველის შემდეგ დაავადებებზე: გადიდებული ღვიძლისა და ელენთის სინდრომი, ინფექციური ბრონქიტი, ბურსიტი, ლარინგოტრაქეიტი, ანემია, რინოტრაქეიტი, მიკოპლაზმოზი, ენცეფალომიელიტი, რეო ვირუსი, ნიუკასლის დაავადება, კვერცხის დაცემის სინდრომი, ადენოვირუსი, გრიპი და სალმონელა. კვლევები ტარდება ასევე ღორის შემდეგ დაავადებებზე: აუესკის დაავადება, მიკოპლაზმოზი, ღორის კლასიკური ჭირი, სალმონელოზი, ცირკოვირუსი, ჰემოფილოზი.
2016 წელს ლაბორატორიამ დაამყარა ასევე პარტნიორული ურთიერთობა ავსტრიული კომპანია "რომერ ლებთან" და დანერგა კვლევები ნედლეულში მიკოტოქსინების რაოდენობრივ შემცველობაზე. ლაბორატორია ატარებს კვლევებს შემდეგ მიკოტოქსინებზე: ზონი, დონი, აფლატოქსინი, ფუმონიზინი, ოხრატოქსინი და ტ-2 ტოქსინი.
2016 ლაბორატორიამ ასევე წარმატებით გაიარა სსიპ აკრედიტაცის ერთიან ეროვნულ ორგანოსთან აკრედიტაციის პროცესი და მიიღო სსტ ისო/იეკ 17025-ის სტანდარტი. ლაბორატორია „სანა“ საქართველოს მასშტაბით ემსახურება სხვადასხვა საწარმოებს და იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათა შორის შედარებებში.