კომპანია „ჩირინას“ კომბინირებული საკვების ქარხანა ბრენდი „პომონოს“ ქვეშ ახდენს სრულფასოვანი, გრანულირებული, კომბინირებული საკვების დამზადებას. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. თანამედროვე ლაბორატორიაში ხდება როგორც ნედლეულის, ასევე მზა საკვების ხარისხის კონტროლი.
კომბინირებული, გრანულირებული საკვების უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ ფრინველს, სასოფლო სამეურნეო ტიპის ცხოველებს მიეწოდებათ ზუსტად გათვლილი საზრდო ნივთიერებებისაგან შემდგარი რაციონი, რაც მათი ეფექტიანი პროდუქტიულობისათვის არის საჭირო. თითოეული გრანული წარმოადგენს საკვების ნაკრებს, რომელიც საჭირო ყველა ელემენტით არის დაბალანსებული.
გრანულირება ცხელი ორთქლის საშუალებით მიმდინარეობს. ეს თავის მხრივ საკვებში პათოგენური ორგანიზმების გაუვნებლობას უწყობს ხელს, რომლის შედეგადაც მცირდება მავნე ორგანიზმების და მათგან წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების საკვებში მოხვედრის რისკი.
საკვების წარმოების პროცესის დროს კრიტიკული საკონტროლო წერტილების მუდმივი მონიტორინგი საშუალებას იძლევა დამზადდეს სრულიად ჯანსაღი, უსაფრთხო საკვები ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა და ფრინველისათვის.