2012
• 2012 წელს აშენდა სოფელ სართიჭალაში მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი. სწორედ 2012 წელს მოახდინა შპს „ჩირინამ“ პირველად ქართული სიმინდის მიღება, გაშრობა, დასაწყობება.
• ამავე წელს კომპანიამ სოფელ მარტყოფში დაასრულა სარემონტო მოზარდის, ბროილერის, სადედე გუნდის საფრინველეების მშენებლობა.
• 2012 წელს „ჩირინამ“ მოახდინა საქართველოში პირველი კომბინირებული საკვები ქარხნის მშენებლობა, სადაც ხდება სრულფასოვანი გრანულირებული საკვების დამზადება როგორც ფრინველისათვის, ასევე ყველა ტიპის სასოფლო სამეურნეო ცხოველისათვის.
• 2012 წლის დეკემბერში კომპანიამ უნგრეთიდან შემოიყვანა მეხორცული ჯიშის Ross 308-ის სარემონტო მოზარდის პირველი პარტია.
2013
• შპს „ჩირინამ“ 2013 წელს მოახდინა ჰოლანდიურ კომპანია Hatchtech-თან და ებრაულ კომპანია Agrotop-თან ერთად ინკუბატორის მშენებლობა და აღჭურვა. ასევე, ამავე წელს მოხდა ინკუბატორში კვერცხის პირველი პარტიის ჩალაგება.
• 2013 წლისთვის დასრულდა საქართველოში პირველი, სრულად ავტომატიზირებული ხორცის დამუშავების საწარმოს მშენებლობა.
• 2013 წლის აგვისტოდან შპს „ჩირინამ“ ბაზარზე გაიტანა საკუთარ კომპლექსში წარმოებული ქათმის პროდუქცია ბრენდი „ბიუ-ბიუ"-ს სახით.
• შპს „ჩირინამ“ ხორცის წარმოების პარალელურად აქტიურად დაიწყო საქართველოში ხილის წარმოების განვითარება. კომპანიამ ჰოლანდიიდან შემოიტანა და დანერგა ვაშლისა და მსხლის შემდეგი სახეობები: Gala, RedCap, Jonaprince, Fuji, Idared, Conference, Abata Fetel. ბაღებში დანერგილ იქნა წვეთოვანი დაწყლოვანების სისტემა.
• 2013 წლის ნოემბერში შპს „ჩირინამ“ წარმატებით გაიარა გერმანული კომპანია TUV SUD-ის აუდიტი და მიიღო ISO 22000 სტანდარტი HACCP-ის პრინციპებით.
2014
• „ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე 2014 წელს შპს „ჩირინამ“ პარტნიორ კომპანია Agrotop- თან ერთად სოფელ სართიჭალაში დაიწყო ახალი მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობა.
• ხორცის წარმოების ზრდასთან ერთად საჭირო გახდა საკვები ნედლეულის შესანახი სილოსების გაფართოება. შესაბამისად, მოხდა მარცვლეულის შესანახი კომლექსის და კომბინირებულ საკვებ ქარხანაში მზა პროდუქციის საწყობების გაფართოება
• ამავე წელს კომპანიამ დაასრულა ცილოვანი საკვები საწარმოს მშენებლობა, რომლის დახმარებითაც სრულად ხდება ხორცის დამუშავების საწარმოში წარმოშობილი ნარჩენების შემდგომი გადამუშავება.
• თბილისში პირველად გაიხსნა „ბიუ-ბიუს“ ნედლი ქათმის ჯიხურები, სადაც შესაძლებელი გახდა ახალი, ნედლი „ბიუ-ბიუს“ ქათმის ხორცისა და ქათმის სუბპროდუქტების შეძენა.
• აშენდა ხილის შესანახი სამაცივრე კომპლექსი აღჭურვილი Ultra Low Oxygen სისტემით, რაც საშუალებას იძლევა ხილი 10 თვემდე ისე იქნას შენახული, რომ სრულად შენარჩუნებულ იქნას ხილის სასარგებლო და საგემოვნო თვისებები.
2015
• 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სართიჭალის I-ის ბროილერის კომპლექსი. წარმოების გაფართოების მიზნით დაიწყო სართიჭალაში დამატებითი კოპლექსის, სართიჭალა II -ის მშენებლობის დაწყება.
• მოხდა ინკუბატორის წარმადობის გაფართოება.
• ამავე წელს ფუნქციონირება დაიწყო ევროპული დანადგარებით აღჭურვილმა ვეტერინარულ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორია „სანამ", სადაც ხდება სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური, მიკოტოქსინებზე კვლევების ჩატარება.
• „ჩირინას“ ხეხილის ბაღებში მოხდა სეტყვისგან დამცავი სისტემის, ბადეების მონტაჟი. ბადე ასრულებს როგორც სეტყვისგან დაცვის, ასევე მზის ჭარბი სიმხურვალისგან დაცვის ფუნქციას.
2016
• 2016 წლის გაზაფხულზე გარდაბნის რაიონ, სოფელ სართიჭალაში გაიხსნა ახალი ფერმერული კომპლექსი სართიჭალა II, რამაც „ჩირინას“ საშუალება მისცა გაეორმაგებინა წარმოება.
• საქართველოს აკრედიტაციის ორგანოს მიერ მოხდა ლაბორატორია „სანასთვის“ სტანდარტის ISO 17025 მინიჭება.