• შპს „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლებულ იქნას ხარისხი - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.
• კომპანია ფლობს მიწებს, სადაც საკუთარი წარმოებისათვის მოჰყავს უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი. საკუთარ მიწაზე წარმოებულ ნედლეულთან ერთად კომპანია იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
• კომპანია "ჩირინა" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან აგრარულ დარგში. შესაბამისად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, პროცესები კი მართულია დარგში არსებული უახლესი ტენდენციებით.
• კომპანია "ჩირინა" ფლობს ვეტერინარულ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორია „სანას“, რომლის მეშვეობითაც იგი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებას. აღნიშნული ლაბორატორიის მომსახურებით სარგებლობენ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სხვა კომპანიებიც.
• კომპანია თანამშრომლობს საქართველოში მეფრინველეობის დარგში მომუშავე სხვა კომპანიებთან, რომლებსაც ამარაგებს საკუთარი წარმოების მაღალი ხარისხის მქონე საინკუბაციო კვერცხით.
• შპს „ჩირინას“ წარმოების ყველა ობიექტზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
• კომპანიას აქვს უნარჩენო საწარმოო პროცესი. მაგალითისათვის, კომპანია ამუშავებს ფრინველის ნაკელს და იღებს ბუნებრივ სასუქ კომპოსტს; ახდენს დაცემული ფრინველის ინსინირაციას, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს. გარდა ამისა, შპს "ჩირინა" ახდენს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების სრულად გადამუშავებას ცილოვან პროდუქტად.