შპს „ჩირინას“ ქათმის ხორცის დამუშავების საწარმო სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანია ფლობს საქართველოში პირველ, სრულად ავტომატიზირებულ საწარმოო ხაზს, სადაც ადამიანის ჩართულობა ფრინველის დაკვლის პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი.
საწარმოო ხაზი აღჭურვილია ჰოლანდიური კომპანია Meyn-ის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, რაც იმის გარანტია, რომ ფრინველი იქნება შიგნიდან და გარედან იდეალურად გასუფთავებული.
კომპანია „ჩირინამ“ ხორცის დამუშავების საწარმოში დანერგა ასევე ჰაერით გაციების ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია, წყლით გაციების ტექნოლოგიისგან განსხვავებით, ქათმის ხორცს შეფუთვამდე მაქსიმალურად აშრობს და საბოლოო პროდუქტში წყლის შემცველობა მინიმუმამდე დაჰყავს. საწარმოს გააჩნია +0C, -18C, -40C სამაცივრო კამერები.
შპს „ჩირინას“ ხორცის დამუშავების საწარმოში მუდმივად მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და აღჭურვილობის განახლება. ერთ-ერთი მაგალითია ქათმის ტან-ხორცის ავტომატური საჭრელი ხაზის შეძენა. ამ ხაზის მეშვეობით, კომპანიამ შეძლო დაჭრილი პროდუქციის წილი გაეზარდა 60%-ით.