წარმოების განვითარებასთან ერთად კომპანია „ჩირინას“ უმთავრესი პრიოტეტი საწარმოო ნარჩენების გადამუშავება და გარემოზე ზრუნვაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია ახორციელებს უნარჩენო საწარმოო პროცესს.
ცილოვანი საკვების ქარხანა
ცილოვანი საკვების საწარმო აღჭურვილია დანიური ფირმა “Haarslev”-ის თანამედროვე დანადგარებით. საწარმო აშენდა ხორცის დამუშავების საწარმოს ნარჩენების გადასამუშავებლად. ნარჩენების გადამუშავების შედეგად ვღებულობთ ძვალ-ხორცის, ბუმბულის და სისხლის ფქვილს, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ცხოველების საკვებ დანამატად. ასევე ვღებულობთ ქათმის ცხიმს.
წყალგამწმენდი სადგური
კომპანია „ჩირინამ“ დანერგა წყლის გაწმენდის თანამედროვე სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიოლოგიურად ხდება წარმოებაში გამოყენებული წყლის გაწმენდა და შესაბამისად, საწარმოო პროცესი სრულად უსაფრთხოა ჩვენი გარემოსთვის. წყლის გაწმენდის სისტემის აღჭურვა მოხდა ჰოლანდიური კომპანიის Nijhuis-ის მიერ.
ორგანული ნარჩენები
მეფრინველეობაში მიღებული სხვადასხვა ტიპის ნარჩენებიდან შეიძლება გამოვყოთ ქათმის ნაკელი. ფრინველის გამოზრდის ციკლის დასრულების შემდეგ ქათმის ნაკელი გადადის სპეციალურ ნაკელსაყრელზე, სადაც ის გარდაიქმნება ორგანულ სასუქად, კომპოსტად. კომპოსტის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას, ამარაგებს ნიადაგს საჭირო მიკრო-ელემენტებით, ამცირებს სასუქის გამოყენების აუცილებლობას, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება მოსავლიანობის რაოდენობის ზრდასა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. სწორედ აღნიშნული ორგანული სასუქის გამოყენება ხდება „ჩირინას“ ნაკვეთებზე სიმინდისა და ხორბლის მოსაყვანად. კომპოსტმა თითქმის სრულად ჩაანაცვლა სასუქის გამოყენების აუცილებლობა. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც ეკონომიური, ასევე გარემოს დაცვითი თვალსაზრისით.