კომპანიის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე ინკუბატორი წარმოადგენს, რომელიც გარდაბნის რაიონ, სოფე მარტყოფში მდებარეობს. მიკროკლიმატის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ინკუბატორში წიწილის ემბრიონის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ინკუბატორი „ჩირინამ“ ჰოლანდიურ პარტნიორ კომპანია Hatchtech-თან ერთად ააშენა და სრულად აღჭურვა. კომპანია Hatchtech-ს თავის მხრივ განვითარებული აქვს ინკუბატორის მიკროკლიმატის კონტროლის ინოვაციური სისტემა, რისი წყალობითაც ბოლო 20 წლის მანძილზე ინკუბატორების აღჭურვილობის ბაზარზე მსოფლიოში ლიდერი კომპანია გახდა.