ნედლეული, რომელიც შპს „ჩირინას“ ფრინველის საკვების დასამზადებლად გამოიყენება ძირითადად ადგილობრივი წარმოებისაა. კომპანია „ჩირინა“ სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც მოჰყავს უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი. საკუთარ მიწაზე მოყვანილ მარცვლეულთან ერთად კომპანია იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში მარცვლეულის წარმოების განვითარებას.
მარცვლეულის გადამუშავება და შენახვა საკვანძო საკითხია კომპანიის საქმიანობაში. სწორედ ამიტომ “ჩირინამ” ბრიტანულ კომპანია Chief Industries-ისთან ერთად ააშენა თანამედროვე საშრობი და საწყობი კომპლექსი. Chief Industries უკვე 40 წელია აგროინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მოღვაწეობს და მსოფლიოში მარცვლეულის საშრობი და შესანახი კომპლექსების მშენებლობაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
შპს “ჩირინას” საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი მოიცავს მარცვლეულის მიმღებს, სარჩევს, საშრობს და ვენტილაციის სისტემით აღჭურვილ მარცვლეულის შესანახ სილოსებს, სადაც ხდება მარცვლეულის ხანგრძლივი დროით შენახვა.
მნიშვნელოვანია, რომ მიღებამდე მარცვლეული მოწმდება ლაბორატორიულად და დგინდება მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, ტენიანობა, საერთო დაბინძურების დონე, მავნე დაავადებებისა და სოკოვანი ორგანიზმების არსებობა. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ მარცვლეული აკმაყოფილებს კომპანიის მიერ შემუშავებულ ხარისხობრივ სტანდარტებს, ხდება ნედლეულის მიღება და დამუშავება.
ეს “ჩირინას” საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს მარცვლეულის შენახვის პერიოდში დანაკარგი (მავნებლებით, სოკოვანი ორგანიზმებით, მარცვალში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების გააქტიურებით გამოწვეული) და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით შეინახოს ნედლეული ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მარცვლეულის საშრობ და საწყობ კომპლექსში მიმდინარე ძირითადი ოპერაციები